ტრაგედია ვაკის პარკში | ახალი დეტალები უბედური შემთხვევის შესახებ

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. კახა კალაძის მიერ საზეიმოდ გახსნილმა მკვლელმა შადრევანმა 13 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა, რომელიც ვაკის პარკში მეგობრებთან ერთად თამაშობდა. რეაბილიტირებულ 13 მილიონიან შადრევანში ბურთი ჩაუვარდა და სწორედ აქ დასრულდა მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე, იმიტომ რომ პასუხისმგებელმა პირებმა ისე ჩაიბარეს ობიექტი, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა. 

თბილისის მერი აცხადებს, რომ ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა, ვისაც ამ  უმძიმეს ტრაგედიასთან რაიმე კავშირი აქვს, იგულისხმებიან მერიის წარმომადგენლებიც, თუმცა თავის პასუხისმგებლობას კალაძე ვერ გრძნობს. გამოძიება უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს გამოკითხვები. პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებსპასუხობს გრინსერვის პლიუსის დირექტორი, რომლის კომპანიმაც საკუთარ თავზე აიღო ვაკის პარკის შადრევნის რებილიტაცია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი