"გრინსერვის პლიუსი", რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი ფავორიტი კომპანიაა და არაერთი ძვირადღირებული ტენდერი აქვს მოგებული უკონკურენტოდ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სახელი არაერთ კორუფციულ გარიგებასა და ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს, ეს მერთან მეგობრობასა და წარმატებულ პარტნიორობას ხელს არ უშლის.
ირკვევა, რომ ნახევარი წლის წინ მერიის განკარგულებით შადრევნის რეაბილიტაციის დასარულებლად ლაშა ფურცხვანიძის კომპანიამ დამატებით მილიონ ლარზე მეტი მიიღო და 26 აგვისტოს პროექტი ჩააბარა. ინსპექტირების 500-გვერდიან დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს სრულად შეესაბამებოდა.