სხვა ქალაქის მერი უკვე პენსიაზე ან ციხეში იქნებოდა, მაგრამ კალაძე სხვა კალიბრის "სახეა" - ყურუა

გამოქვეყნდა:

"ყველა ქვეყანაში და ყველა ქალაქში შეიძლება მოხდეს უბედური შემთხვევა
მაგრამ მხოლოდ აქ იქნება ხელისუფლების პასუხი ასეთი გულისამრევი 
სხვა ქალაქის მერი უკვე პენსიაზე ან ციხეში იქნებოდა, მაგრამ კალაძე სხვა კალიბრის "სახეა" ამიტომ გუშინდელიდან მოყოლებული, ბოტები და ბოტისებრნი გვიმტკიცებენ რომ: 
მშობლების ბრალია 
მასწავლებლის ბრალია
ამშენებლის ბრალია 
შეიძლება ნაცების ბრალია
ბედის ბრალია, სიკვდილი თუ უწერია ადამიანს არ ასცდება
კალაძე ძალიან წუხსო... 
ფანტანის გახსნის პოსტი წაშალეს და ჯერ ისე არ დაცემულან, რომ ბავშვს დააბრალონ, მაგრამ ეგეც იქნება.
ასეთი უტიფარი და ნაბიჭვარი ხალხი გვაზის თავზე, რომელიც თავისი პოლიტიკური ტრაკის გადასარჩენად ყველაფერს იტყვის და ყველაფერს იკადრებს. 
ღირსები ვართ თუ არა მაგას დრო გვაჩვენებს."

წერს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, ბორის ჩელე ყურუა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი