13 წლის ლაზარე, რომელიც ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და კონტაქტურია. განცხადება მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რამდენიმე წუთის წინ კლინიკის ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. დავით ციბაძის თქმით, კრიტიკულმა 24-მა საათმა გაიარა, თუმცა რჩება გართულებების რისკი:
"ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიული დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე." ამბობს დავით ციბაძე.
ნიუ ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი მოზარდი მოინახულა.
აზარაშვილის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრეა, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია, სავარაუდოდ დღესვე გაეწერა სახლში.