ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცს დენმა დაარტყა. შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.