თბილისი ნაღმზეა - ე.წ. ხრუშოვკები ნგრევის პირასაა, მერია კი სამოქმედო გეგმის შემუშავებას არ ჩქარობს

გამოქვეყნდა:

ბეტონის ჯუნგლებად ქცეული თბილისი ახლა ნაღმზეა. საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები წლებს ვეღარ უძლებს. საცხოვრებელ კორპუსებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა. გასული საუკუნის 50-იანი წლებში საცხოვრებლები მხოლოდ 25 წლიანი გათვლით ააშენეს. ახლა კი ამორტიზებულ ნაგებობებს უკვე ბზარები და ნაპრალები აქვს. 

საბურთალოზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ორად მაშინ გაიყო, როცა აკრძალვის მიუხედავად, მოსახლემ 7 სართულიან კორპუსს კიდევ ერთი სართული დააშენა. შენობა დამძიმდა და ორად გაიპო.

ვარკეთილი ერთ-ერთი პირველი იყო იმ უბნებს შორის სადაც, ე.წ. ხრუშოვკების დემონტაჟი უნდა დაწყებულიყო. უბნის ყოველი მეორე შენობა ავარიულია, კედლებზე ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება, ადამიანები შეშინებულები არიან,  რადგან არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი პრობლემების მოგვარება ამ დრომდე არავის უცდია.

ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ კარგად იცის თბილისის მერმა, თუმცა კახი კალაძეს მოსახლეობის საფრთხისგან დაცვის გეგმა ამ დრომდე არ აქვს.

დედაქალაქში ავარიული შენობების რიცხვი დღითიდღე იზრდება, როდის ჩანაცვლდება საბჭოთა კონსტრუქციები ახლით  უცნობია.

დედაქალაქის მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას არ ჩქარობს, კალაძის უწყებამ ე.წ ხრუშოვკების პრობლემის მოგვარება მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა ამ დრომდე არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი