ქუთაისში განჯის ქუჩაზე მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მცხოვრებლები, ბიზნესმენ დავით კოსტავას ტყუილსა და შანტაჟში ადანაშაულებენ - ადგილობრივები მათი კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სამუშაოები სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის. მათივე თქმით, როდესაც ისინი ახალაშენებულ კორპუსში შევიდნენ, იცოდნენ, რომ ტერიტორიაზე სტადიონი და რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების და დაპირების ნაცვლად, ბიზნესმენი ადგილზე ახალ კორპუსს აშენებს.

ბრალდებებს უპასუხეს სამშენებლო კომპანია “იბერია სტარ გრუპში”, სადაც აცხადებენ, რომ მოსახლეობა ტყუის.

"მე არ ვიცი ვინ დაპირდა მათ. ჩვენი კომპანიის პოზიცია ისეთია, რომ მათ არავინ არაფერს დაჰპირებია და არავითარი ვალდებულება ან საბავშვო მოედნის, არ რეკრეაციული ზონის არავის მიმართ არ გვქონია",- ამბობს სამშენებლო კომპანიის მენეჯერი, ქეთევან იაკობიძე. 

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესმენ დავით კოსტავას შვილი, "ქართული ოცნების" წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, მაგდა კოსტავა მამას ლობირებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი