მარიტა, ბურთი, შადრევანი - 1 წუთში ულამაზესი სიცოცხლე ჩაქრა. 13 წლის, მე-8 კლასის მოსწავლე, ჩოგბურთში 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი დღეს ბოლო გზაზე გააცილეს. მარიტა მეფარიშვილი მთელმა საქართველომ დაიტირა. ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიას გადარჩენილი ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანდრია გამოჯანმრთელდა და მას ექიმებმა სახლში წასვლის ნება დართეს. ლაზარე უკვე მეორე დღეა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. უმძიმეს ტრაგედიას დაკავებული ჯერ არავინ ჰყავს. თითქმის 48 საათია პოლიციაში დაკითხვები მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 100-მდე პირია გამოკითხული, თუმცა არავისი პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. ლაშა ფურცხვანიძე - "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი და გიგა გიგაშვილი - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი 30 საათზე მეტი დაკითხვაზე ჰყავდათ. დღეს ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს რომ რომ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა წინასწარ განზრახულ იყო. "გრინსერვის პლიუსმა" განახორციელა ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც ამ ტრაგედიამდე 1 დღით ადრე კახი კალაძემ საზეიმოდ გახსნა.