საქართველოში 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 12 ივლისს თბილისის დროით 09:54 საათზე, საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხილეტია. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია და შესაბამისად, არც დაზარალებულები არიან.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი