საშიში სკვერები გორში | ღია ელექტროსადენებიის გამო, მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ

გამოქვეყნდა:

საშიში სკვერები გორში - იქ, სადაც ბავშვები თამაშობენ, უსაფრთხოების ზომები უხეშად არის დარღვეული. ღია ელექტროსადენებიის გამო, ადგილობრივები თავს დაუცველად გრძნობენ თუმცა, პრობლემაზე საუბარი ყველამ მას შემდეგ დაიწყო, რაც დედაქალაქში, საზეიმო ვითარებაში გახსნილმა მკვლელმა შადრევანმა 13 წლის მარტიას სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქალაქის სკვერების დიდ ნაწილში ღია სადენებია, ადგილზე კი მცირეწლოვნები თამაშობენ. 

"უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ ვინ არის პატრონი? პატარა გოგო რომ დაიღუპა 13 წლის მაგაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს. ხალხი უნდა გამოვიდეს, ერთი და ორი ადამიანის სიტყვა არ ჭრის",- ამბობენ გორში მცხოვრებლები.

ადგილობრივები ხელისუფლებას პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

"მონიტორინგი ჩატარებულია. გნებავთ, ერთად დავათვალიეროთ. სისტემატურად ვცდილობთ, ყოველთვის, რომ გვოქნდეს ესეთი მიდგომა, რომ რაღაცა არ გაგვეპაროს. დამცავი გვიყენია ყველგან, სადაც შეიძლება, რომ ასეთი რაღაც მოხდეს",- ამბობს გიორგი ბარჯაძე, გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი. 

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი