მეხუთე დღეა ქუთაისში ყველა შადრევანი გამორთულია. გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისში, ვაკის პარკში ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში 13 წლის გოგონა დაიღუპა. ქუთაისის მერიაში არ არიან დარწმუნებულები, რომ ქალაქის მთავარი შადრევანი უსაფრთხოა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის მასშტაბით ყველა - ძველიც და ახალი შადრევანი უფუნქციოდ დატოვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისში ტენდერებს მმართველ გუნდთან დაახლოებული კომპანიები იგებენ და ქალაქში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი სავარაუდოდ უხარისხოდაა შესრულებული. შესაბამისად, მათი თქმით, ქალაქის მერიაში არ არიან დარწმუნებული არც შადრევნების უსაფრთხოებაში და ამ სწორედ ამ ფორმით ნახეს გამოსავალი.
ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ შადრევნებს რეცხავდნენ და ამ მიზეზით იყო გამორთული, მერის მოადგილის თქმით, შადრევნები დღეს ჩაირთვება.