"42 წელია მე ვარ სამიზნედ" - ვინ ებრძვის პატრიარქს? - სასულიერო პირების განმარტება

გამოქვეყნდა:

პატრიარქის განცხადებას, რომელიც მან თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, დღეს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ. 

"ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ" - თქვა პატრიარქმა, თუმცა ვის და რას გულისხმობდა, მას აღარ დაუკონკრეტებია.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ილია მეორეს განცხადების განმარტებისას მინიშნებას მეუფე პეტრეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე აკეთებს:

"რა თქმა უნდა კონკრეტული ადამიანები იგულისხმა, ოღონდ ეს ადამიანები იცვლებიან. ანუ, 42 წლის წინ ვინც ებრძოდა, ისინი აღარ არიან დღეს. დღეს ვინ იგულისხმა, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ვინ დგას მათ უკან ეგ სხვა საკითხია. რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს აგინებს პირდაპირ ეთერში ეს ბრძოლა არ არის? ციხეში რომ ზის ადამიანი და მუქარას უთვლის პატრიარქს, თან შეწყალებას სთხოვს,ეს ბრძოლა არ არის?" განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვის შეიძლება გულისხმობდეს პატრიარქი, ამაზე სინოდის სხვა წევრებსაც არაფერი უთქვამთ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ განმარტება ისევ თვითონ პატრიარქმა უნდა გააკეთოს თუ ამის სურვილი ექნება:

ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაციაც:

"როცა მე ვკითხე პატრიარქს ჩვენ რა გავაკეთოთ, რა მოვიმოქმედოთ, უწმინდესმა ბრძანა, რომ შევუნდოთ ყველას, ვილოცოთ. რა თქმა უნდა უწმინდესმა იცის ვინ არის და ვინ აკეთებს" განაცხადა გრიგოლ კაციამ.

"თუ რამე კომენტარი უნდა გააკეთოს, ალბა თვითონ უკეთესად განმარტავს თუ ამას საჭიროდ ჩათვლის." განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა და დაამატა, რომ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი