
ასობით საქართველოს მოქალაქე ფინანსური კიბერდანაშული მსხვერპლი გახდა. ეგრეთ წოდებული ფიშინგის მახეში შესაძლოა გაებას ნებისმიერი, ვინც ონლაინ ვაჭრობისას უცნობ ბმულებს მიყვება და უპრობლემოდ აზიარებს ინფორმაციას საკუთარ საბანკო ბარათებსა და ანგარიშებზე.
ბანკები და ონლაინ მაღაზიები ასეთი ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ვერ მოქმედებენ, სახელმწიფო კი ჯერჯერობით არასაკმარისად ეფექტურია. ამიტომ საფინანსო უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, რომ არ ვანდოთ ინფორმაცია უცნობ და საეჭვო პირებს, მითუმეტეს უცხოეთიდან.
ავტორი: ნინიკო გიგაური