სტუდენტების პროტესტი და პროფესურის მორჩილება. ასე ჩაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევის პროცესმა. ჯაბა სამუშიას აკადემიურის საბჭოს თითქმის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი - მაგრამ რა არგუმენტებით, გაუგებარია.
და სწორედ ეს ფაქტი აძლიერებს განაცხადს, რომ უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მეცნიერებმა უბრალოდ უარი არ უთხრეს თეა წულუკიანს, რომლის პროტეჟედაც სახელდება სამუშია.
ერთადერთი, ვინც ამ პროცესს აპროტესტებდა სტუდენტების ჯგუფი იყო, რომელიც უნივერსიტეტში გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს.