მგლების შემოსევა სურამში - სამი მგელი ნახირს თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

სურამში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, სამი მგელი ნახირს თავს დაესხა. შეჭმულია სამი მსხვილფეხა პირუტყვი, მიყენებული ზარალი კი სამი ათას ლარზე მეტია.

შემთხვევა დღის საათებში მოხდა. საქონელი ხარაიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა. ადგილობრივები მომხდარის შემდეგ შეშინებულები არიან, ქუჩაში გასვლისგან თავს იკავებენ და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მგლები დასახლებას თავს ესხმიან და ამიტომ, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მონადირეთა ჯგუფი გამოყოს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას დაიწყებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი