ლიკანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ინფორმაციას "ტელეკომპანია ბორჯომი" ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 75 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.