უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ 2 ქართველი გმირი შეეწირა - მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი. გასული 24 საათი საქართველოსთვის უმძიმესი იყო. პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირი მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. ალექსანდრე მარტიაშვილი - 24 წლის რომელსაც ღიმილის ბიჭს ეძახდნენ - ხერსონში შეტაკებას ემსხვერპლა.