"ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, წამლები მაქვს დარჩენილი" | ლიკანში კორპუსის აფეთქებისას ევაკუირებული 48 ოჯახი ექსპერტებს ელოდება 

გამოქვეყნდა:

ლიკანში 15 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები, რომელთა ევაკუაციაც აფეთქების შემდეგ მოხდა, ბინებიდან პირადი ნივთების და მედიკამენტების გამოტანის ნებართვას ითხოვენ.

მრავალსართულიანი კორპუსი 20 საათზე მეტია პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილობრივებს მიახლოებაც კი ეკრძალებათ.

არსებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ევროვნული ბიუროს ექსპერტები ამ დრომდე არ გამოჩენილან და მათ ხვალ ელოდებიან. 

"ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, წამლები მაქვს დარჩენილი, რომელიც ყოველდღიურად უნდა მივიღო. აფთიაქში ვერ ვყიდულობ. ესენი სწორი არიან, არაფერში ვამტყუნებ. ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოს, მერე შევლენ. გუშინ უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ არავინ არ ჩანს",- ამბობენ ადგილობრივები. 

კორპუსის მცხოვრებლების თქმით: "ვერაფრის გამოტანა შევძელით, დაკვამლიანება იყო ლამის დავიხრჩვით. გვითხრეს ცოტა ხანი დაიცადეთ ექსპერტიზა მოვა და მერე შეგიშვებთო". 

ცნობისთვის, კორპუსში სულ 48 ოჯახი ცხოვრობს, რაც ჯამში 142 ადამიანს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ლიკანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 70 წელს გადაცილებული ქალი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი