არ მგონია ვინმე ჩემზე პროამერიკელი იყოს, მაგრამ ხო არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება - მურუსიძე

გამოქვეყნდა:

"ვინც ჩამოდის უცხოელი იქნება, თუ შინაური, როდესაც საუბრობს კლანზე და ვთქვათ ასახელებს ჩემს სახელს და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, ეს არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენზე იძახის, რომ თქვენ ხართ კლანი და შესაბამისად პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ.

თუ ვინმე დახმარებია სასამართლო სისტემას, ერთადერთი ქვეყანა მახსოვს ვინც დაეხმარა, ეს იყო გერმანიაა. მე არ მგონია საქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკელი ადამიანი იყოს, მაგრამ თუ რამე კარგი ხდებოდა ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც ამ დაძაბულობის ფონზე სჭირდება წახალისება, ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს. ხომ შეიძლება ერთი პროექტი დაფინანსდეს, რომელიმე არასამთავრობო გამოინახოს და უთხრან არასამთავრობოს, მოდი ფულს გადაგიხდი იმაში, გამოვკვეთოთ კარგი რა ხდება სასამართლოში"

ამბობს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი