საშიში ძაღლები | უნდა აიკრძალოს თუ არა კონკრეტული ჯიშები საქართველოში

გამოქვეყნდა:

უნდა აიკრძალოს თუ არა ძაღლის კონკრეტული ჯიშები და რეალურად რა უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს - ოთხფეხა მეგობრების არამეგრობული ზნე, თუ მათი პატრონების გულგრილობა, სისასტიკე და სიხარბე?

ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირებულმა რამდენიმე მძიმე ფაქტმა, ამ თემაზე მწვავე დისუკუსიის დაწყება განაპირობა. ყველაზე ადვილი გასაკიცხი ისევ ძაღლები აღმოჩნდენ და საკანონმდებლო დონეზეც კი სერიოზულად დაიწყეს ფიქრი, ხომ არ აკრძალონ კონკრეტული ჯიშები, რომლებიც თავისი მებრძოლი უნარებით არიან ცნობილი.

მაგრამ რაც ასეთ ძაღლს სისხლისმსმელ მონსტრად აქცევს ხოლმე, თავად პატრონის დამოკიდებულებაა. ზოგ შემთხვევაში ამ ადამაინებისთვის ასეთი ძაღლი არალეგალური ჩხუბებიდან შემოსავლის და ადრენალინის მიღების წყარო უფროა, ვიდრე ოთხფეხა მეგობარი. ზოგ შემთხვევაში კი სახეზეა პატრონების მხრიდან უპასუხისმგებლობაც.

ფაქტია, რომ თბილისის ქუჩებში გახშირებულ ინციდენტებს საზგადოებამ რაღაცით უნდა უპასუხოს. ხელისუფლების დამოკიდებულება როგორი იქნება, გუდაურის ტრაგედიის შემდეგ ალბათ ისედაც გასაგებია, როცა გამოსავლი პარაპლანის საერთოდ აკრძალვაში მოინახა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი