თბილისის მერია კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. საცურაო აუზზე, რომელიც კალაძის უწყების დაქვემდებარებაშია, ბავშვები და მათი მწვრთნელები მოიწამლნენ. მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ ქლორის ზედოზირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და კომპლექსის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო კრიტიკული პრობლემის შესახებ უმოქმედობით და გულგრილობით რისკის ქვეშ დააყენა მოზარდების ჯანმრთელობა.
არასრულწლოვნების მშობლები ღიად ადანაშაულებენ მერიას გულგრილობაში და აცხადებენ რომ ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუმცა ამაზე არავინ იზრუნა