როგორ მოიწამლნენ ბავშვები აუზზე | კალაძის ცინიზმი და მშობლების პროტესტი

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე მშობლებს და მწვრთნელს ტყუილში ადანაშულებს. თბილისის მერი ფაქტობრივად უარყოფს აუზში ბავშვების მოწამვლის ფაქტს და არც იმის სჯერა, რომ მოზარდებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

დედაქალაქის მერიაში ბრალდებები ისმის მწვრთნელის მისამართითაც, რომელსაც თითქოსდა ალერგიული ფონი აქვს და ქლორით მოწამვლა არაფერშუაშია.

ამ ცინიკური დამოკიდებულების ფონზე მშობლების პროტესტი გრძელდება, საცურაო აუზი კი დროებით დაიხურა. დაიწყებს თუ არა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო, უცნობია.
 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი