რატომ არ იმუშავა დამიწების სისტემამ და იყო თუ არა დამონტაჟებული უსაფრთხოების რელე? მთავარი კითხვები, რომლებიც ვაკის პარკის შადრევნის საქმეში სამხარაულის დასკვნიდან გამომდინარეობს.
დღეს "მთავარმა არხმა" ამ კითხვების თბილისის მერისთვის დასმა სცადა, მაგრამ კალაძე კონკრეტულ პასუხებს თავს არიდებს. მერი მედიას გამოძიებისკენ ამისამართებს და საკუთრი პასუხისმგებლობის ნაცვლად კვლავ სხვებს ადანაშულებს.
კალაძემ დღეს ისევ კომპანია "ელ ემ სი" ახსენა, რომელმაც პროექტი შეადგინა, თუმცა თავად საპროექტო ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ და კონკრეტული ფაქტების ასაბუთებენ, რომ შესრულებული სამუშაოები პროექტისგან რადიკალურად განსხვავდება.