გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი შეიპარა.
შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა. ქვეწარმავალი თანამშრომელმა შენიშნა. ბაღმა მუშაობა სამი დღით შეაჩერა, ჩატარდა შენობის დეზინფექცია. მცდელობის მიუხედავად, სპეციალისტებმა გველი ვერ იპოვეს. ამ დროისთვის ხიდისთავის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი აღდგენილია.