რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში "ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
"უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი", - მორიგე ექიმი რაგილია მამედოვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.