ბავშვების ცემა-ტყეპა, ყურის აწევა, საოხუნჯოდ ითვლებოდა, მოსამართლემ 5 წლიანი პატიმრობა და ჯარიმა დააკისრა მოძალადეს - არგანაშვილი

გამოქვეყნდა:

აუცილებელი მგონია დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობა სათანადოდ გავიაზროთ.

თუ აქამდე ბავშვების ცემა-ტყეპა, ყურის აწევა, პანჩურის ამორტყმა საოხუნჯო საქმედ ითვლებოდა, მოსამართლემ, 5 წლიანი საპატიმრო სასჯელი და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოძალადეს.

ეს არის პარადიგმის ცვლილება და ბავშვების სხეულებრივი დასჯის მავნე პრაქტიკის დასასრულის დასაწყისი ამ ქვეყანაში

მოსამართლე დავით მაკარაძე, გორის რაიონული სასამართლოდან.

გილოცავთ ბავშვებო, ამის შემდეგ თქვენზე ფიზიკურ ძალადობას საოხუნჯოდ აღარ გახდიან თუ ვინმეს დახმარება გჭირდებათ, აქ ვართ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR

- წერს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთავის" აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი