სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს, რომ 10 წლის ბავშვის გატაცება მარნეულიდანაც სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის არასრულწლოვნის ბიძაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესეც მოხდა!!! მარნეულში გარკვეულ ადამიანებმა 10 წლის ბავშვის მოტაცება სცადეს. “ფორდის მანქანით მყოფი ადამიანი მიუახლოვდა ჩვენს შვილს, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა საკვების საყიდლად და “დედას და მამას გაუგზავნა ეს კანფეტები და მოდი წაიღეო ასე უთქვამიათ უცხო ადამიანებმა ჩვენს შვილს”, უკვე პოლიციას მივმართეთ” განაცხადა ბავშვის ბიძამ ჰამზა რუსტამოვმა - წერს ბაირამოვა.