გაუპატიურების მცდელობა ქარელის მუნიციპალიტეტში - პოლიცია 30 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა.
ადგილობრივები თემაზე საუბარს ერიდებიან, თუმცა მომხდარს ადასტურებენ.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა კაცი 75 წლის ქალს და მის ოჯახს კარგად იცნობდა.
მომხდარზე გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით დაიწყო. საქმეში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის პოლიცია, ისე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.
ამავე თემაზე: