მოქალაქე სოციალურ ქსელში მოზარდზე ადევნების კიდევ ერთ მცდელობაზე წერს.
მოქალაქე წერს, რომ პირი 10-12 წლამდე და 6-7 წლამდე ბავშვებს აედევნა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"მთავარი არხის" ვებგვერდი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საჯარო ლექციიდან ვბრუნდებოდი, ვარკეთილის მეტროდან 366 ავტობუსში ავედი, რომ სახლამდე მივსულიყავი. ავედი თუ არა 5 წუთში, ატყდა კარებთან ერთი ამბავი. თავიდან მეგონა რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდა, მერე გავიგონე როგორ უყვიროდა ეს ქალი: ბავშვებს რატომ მიყვებიო? ეს კაცი ამაზე ამბობდა, რომ არავის მივყვები სახლში მივდივარ აქეთ ვცხოვრობო. ქალმა გვთხოვა, რომ ბავშვები სახლამდე მიგვეცილებინა, ერთი 10-12 წლის იქნებოდა, მეორე 6-7 წლის, პატარა ძალიან შეშინებული იყო. წამში მივხვდი რაც ხდებოდა, ბავშვებს ვუთხარი რომ მე მივიყვანდი სახლამდე და არ ენერვიულათ. ეს კაცი არ ჩერდებოდა ავტობუსში ამოსვლა უნდოდა ბოლოს გადაუდგა ავტობუსს, იმდენად თავხედი აღმოჩნდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მძღოლმა კარი გაუღო, ამოდი მაშინ რეებს მიკეთებო, ატეხა ხალხმა ერთი ამბავი რას ჰქვია უშვებო და რომ მიხვდა რომ აქ ვერაფერს იზამდა და თან ბავშვებსაც გამცილებელი ჰყავდა წავიდა. უბრალოდ მინდოდა ბავშვები ადგილზე მშვიდობით მიმეყვანა, თორემ სხვა დროს პოლიციას გამოვუძახებდი ან ჩემი ხელით წავათრევდი ასეთ ნაგავს!
გამოვკითხე ბავშვები და მოტყუებით უნდოდა მათი წაყვანა ეუბნებოდა, რომ სხვა ბავშვი იყო ცუდად და მას უნდა დახმარებოდნენ. 2 ძალიან კარგი ახალგაზდა გოგონა და ბიჭი გამომყვნენ, ბავშვი სახლის კარამდე მივიყვანე ძიძა და უფროსი ძმა იყო სახლში და ავუხსენი სიტუაცია, იქნებ ბავშვებს შეეშინდეთ და არ უთხრანთქო. წამოვედი სახლში, გაბრაზებული და გამწარებული. არ მავიწყდება ამ ბავშვების შეშინებული სახეები განსაკუთრებით პატარა ბავშვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიწისქვეშ იცით რა ხდება და შუა ცენტრში მეტროსთან სადაც კამერებითაა გადატენილი ყველაფერი ასეთი დამნაშავეები როგორ დადიან თავისუფლად?!
მშობლების საყურადღებოდ: გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი, ან არ გაუშვათ მარტო!
ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება!", - წერს მოქალაქე.