გზა ქემალფაშამდე ყოველდღიური საჭმლისთვის - ჟურნალისტური ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

სიღატაკისა და კატასტროფულად გაზრდილი ფასებისგან თავის დასაღწევად,  მოსახლეობა აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელოდან თურქეთში გადადის და პროდუქტებს  იქ ყიდულობს. არსებობისთვის აუცილებელ პროდუქტებში იქ მინიმუმ 40%-ით ნაკლებს იხდიან. მაგალითად მზესუმზირის ზეთი  -  5 ლიტრი საქართველოში საშუალოდ 45 ლარი ღირს. საზღვრის იქით, თურქეთში, საჭმლის ზეთს დაახლოებით 22 ლარად შეიძენთ. სად მიდის 23  ლარი?  ამ კითხვას მოსახლეობა ხელისუფლების გასაგონად რიტორიკულად სვამს, რადგან  სარფიდან ქემალფაშამდე სამარშრუტო ტაქსით 20 წუთი სჭირდებათ და მანძილი 7 კილომეტრზე ნაკლებია. 

ქემალფაშაში პროდუქტების შესაძენად გადასვლის მოცემულობამ აჭარაში მაღაზიის მეპატრონეები მეორე დიდი პრობლემის წინაშე დააყენა - მათ მომხმარებელი აღარ ჰყავთ, ზოგიერთი სავაჭრო ობიექტი დახურვასაც არ გამორიცხავს.

"მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა გაიარა გზა, რომელსაც ადგილობრივები სარფიდან ქემალფაშამდე ყოველდღიურად გადიან. ჩაატარეს ექსპერიმენტი, წაიღეს 100 ლარი, რომელიც დაახლოებით 670 თურქულ ლირამდეა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი