ქრისტეზე დიდი ბაობაბი კენიიდან - ივანიშვილის მორიგი ახირება?

გამოქვეყნდა:

აღმოჩნდება თუ არა ქრისტეზე დიდი წლოვანების ბაობაბი კენიიდან თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ან შეკვეთილში-  სულ მცირე 8 ბაობაბი უკვე ნაყიდია და გიგანტურ მეტალის კონტეინერებშია გადატანილი. ბაობაბების ამბავს ალბათ ვერც გავიგებდით, რომ არა  საქართველოდან 7000 კილომეტრში, აფრიკის აღმოსავლეთით, კენიელ გარემოსდამცველებს პროტესტი რომ არ გამოეთქვათ და კომპანია და მისი ქართველი ხელმძღვანელი გიორგი გვასალია, რომელმაც ხეები იყიდა,  ბიომეკობრეობაში არ დაედანაშაულებინათ. შემდეგ ეს ბრიტანულმა „გარდიანმა“ დაწერა. 

ირკვევა რომ აფრიკის სავანებში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ხეები იაფად შეიძინეს და მას საქართველოში გასამგზავრებლად ამზადებენ.  მრავალსაუკუნოვანი ბაობაბების გადატანა ტექნიკურად რთულია, ფინანსურად კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

ხეების ჩამოტანა დაინტერესებულ პირს ქვეყანაში  მილიონობით დოლარი დაუჯდება. შემკვეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ერთ-ერთი ბაობაბის ხე მაინც - ქრისტეზე დიდი იყოს წლოვანებით. 

ბაობაბები, 4000 - 5000 წელს ცოცხლობენ. სავარაუდოდ ისინი კომპანიამ ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძინა და ერთ ხეში საშუალოდ 100 ათასიდან 300 ათას კენიურ შილინგამდე გადაიხადა, რაც 820 დან -2,500 დოლარამდე გამოდის. 

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ვისაც საქართველოში ხეების გადატანა-გადმოტანის ჰობი, ან თუნდაც ახირება აქვს, ეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი