რუსთავში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, ხარმა ორ ბავშვს გადაუარა. მცირეწლოვნები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მსხვილფეხა საქონელი, სავარაუდოდ, ფერმიდან გაიქცა. ის ხანდაზმულ ქალსაც დაეჯახა, რომელსაც ათი თვის ბავშვი ხელიდან გაუვარდა, თუმცა ბავშვი არ დაშავებულა.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.