ბზარები და ქვათაცვენა ვარძიაში | უნიკალური ძეგლი საფრთხეშია და შესაძლოა უყურადღებობის მსხვერპლი გახდეს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი უნიკლაური ძეგლი შესაძლოა უყურადღებებობის მსხვერპლი გახდეს. ვარძია დიდი ხანია აღრიცხულია, როგორც განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ობიექტი, იქიდან გამომდინარე, რომ მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში, და ძეგლის გეოლოგია იმგვარია, რომ დროთა განმავლობაში კომპლექსის ცალკეული მონაკვეთები შეიძლება სრულად ჩამოიშალოს.

ვანის ქვაბებთან და უფლისციხესთან ერთად, ვარძიაც ისეთი ძეგლია, რომელსაც მუდმივად სჭრიდება მონიტორინგი, ბზარების შემოწმება, ქანებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შემაკავებელი ზომების მიღება.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ქვათაცვენა სპეციალისტებმა ჯერ კიდევ წლების წინ იწინასწარმეტყველეს. ისევე როგორც პერიოდულ ანგარშებზე დეტალურად იწერებოდა რისი გაკეთებაა გაუდაუდებელი აუცილებლობა.

2014 წლიდან მოყოლებული ილიაუნის ქართველი მეცნიერები ძეგლში გაჩენილ ბზარებს მუდმივად აკვრიდებიან. ადგილზე იტალიელი ექსპერტებიც მუშოაბდნენ. თუმცა წლების შემდეგ მეცნიერების მიგნებები თაროზე შემოდეს, იტალიელებს თანამშრომლობის გაგარძელებაზე უარი უთხრეს, და მე-12 საუკუნის უნიკალური ძეგლიც განგებას მიანდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი