ჯაზიდან ჯაველინებამდე | ამერიკული სამხედრო ავიაციის პიონერის, ალექსანდრე ქართველის ისტორია

გამოქვეყნდა:

ჯინსებიდან და ჯაზიდან ჯაველინებამდე - დღეს ვაგრძელებთ რუბრიკას, რომელიც საქართველო-ამერიკის 30-წლიან მეგობრობას ეხება. და სადაც ჩვენ გაჩვენებთ, როგორ იწყებოდა ეს პარტნიორული კავშირები, როგორ ჩნდებოდა პირველი ძაფები ორი ერის წარომადგენლებს შორის, და როგორ მოვედით იმ ეტაპამდე, როცა შეერთებული შტატები და საქართველო არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მაშტაბის მოკავშირეებად იქცნენ.  

დღეს ჩვენ ამერიკული სამხედრო ავიაციის საწყისებზე ვისაუბრებთ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ქართველს უკავია. ალექსანდრე ქართველი, იგივე ქართველიშვილი ამერიკული სამხედრო ავიაციის პიონერი და გენიოსი იყო. მისი კონსტრუქციის შექმნილი ა-10, იგივე თანდერბოლტ 2 დღემდე ნატოს შეიარაღებაში რჩება, გენიალური კონსტრუქტორის გარდაცვალებიდან ლამის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი.

თუნდერბოლტ ერთი კი, რომლის ავტორიც ასევე ალექსანდრე ქართველი იყო - გარდამხტეხი იარაღი იყო პერლ ჰარბორის შემდეგ, ის 15 000 ცალი გამოუშვეს და ამერიკელ მფრინავებში განთქმული იყო როგორც ყველაზე საიმედო ლითონის ჩიტი, რომელსაც ოდესმე ჰაერში უფრენია.

არადა ალექსანდრე ქართველის ისტორია თბილისიდან იწყება, საიდანაც ნიჭიერი ახლაგზარდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობამ სასწავლებლად პარიზში გაუშვა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ის დედასთან ერთად პარიზში დარჩა. ნიჭიერი კონსტრუქტორი თავის გადასარჩენად რას აღარ აკეთებდა, მაგრამ განგებამ ის ისევ ავიაციას დაუბრუნა და ამერიკული ოცნების ასრულებაც ჰაერიდან დაიწყო.

ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა კავშირი დაემყარებინა საბჭოთა საქართველოში დარჩენილ მის დასთან. ცივი თუ ცხელი ომის ყველაზე  გენიალური კონსტრუქტორი აქ ორ ცეცხლშუა იყო - ერთი მხრივ კაგებე უშლიდა ხელს ოჯახთან კომუნიკაციაში, მეორე მხრივ ამერიკის ხელისუფლება უყურებდა გამადიდებელი შუშით - რადგან მისი პროფესიიდან გამომდინარე ალექსანდრე ქართველს ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებზე მიუწვდებოდა ხელი.

გარდაიცვალა როგორც ქართველი - და ეს ფსევდონიმი არასდროს ყოფილა მხოლოდ გვარიდან დატოვებული თავსართი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი