"ავქოთდით", "ქუთაისი აქოთდა", "იოსებ, შენ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?" – ამ შინაარსის პლაკატებით ქუთაისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
საინიციატივო ჯგუფმა "როდემდე?!" ქალაქში დასუფთავების პრობლემები გააპროტესტა.
დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადატანის ნელი ტემპი – აქციის მონაწილეებმა მთავარ გამოწვევად დაასახელეს და ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ნარჩენებით სავსე ურნების ფოტოგამოფენა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა მერიის წინ სიმბოლურად ასევე ნარჩენებით სავსე ტომრები მიიტანეს, რომელსაც ქუთაისის სხვადასხვა ქუჩის სახელი ეწერა.
ახალგაზრდებმა მერიას განცხადებით მიმართეს და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდეს.