
გაიხსნება თუ არა მეტრო "გოცირიძე'' უახლოეს დღეებში? სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია ,"მამისონს" შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი.ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
ბოლო შეთანხმებაში კი, რომელიც 13 ოქტომბერს დაიდო, მითითებულია, რომ კომპანიას ჯერ კიდევ შესასრულებელი ჰქონდა სხვადასხვა მნიშნელოვანი სამუშაო, მათ შორის შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული ბილიკებისა და ლიფტის მოწყობა.
ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31%, ანუ დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარი აქვს გადახდილი.
"მეტრო გოცირიძეზე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს სამუშაოები. კომპანია "მამისონი", რომელსაც გასული წლის 11 ნოემბერს გაუფორმა ხელშეკრულება თბილისის მერიამ, უნდა დაესრულებინა სამუშაოები 7 თვეში, თუმცა 1 წელი გავიდა და დღემდე არ არის დასრულებული",- ამბობს ლაშა ფარულავა "ანტიკორუფციული მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი.
მეტროსადგური ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია ,,მამისონმა" გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა.