547 000 ლარი ფეხსაცმელებისთვის | შსს მორიგ ტენდერს აცხადებს

გამოქვეყნდა:

კომპანიას, რომელმაც 2019 წელს ქართულ არმიას უხარისხო ფეხსაცმელები მიჰყიდა და ამაში 2.5 მლნ ლარი აიღო, ამჯერად შემოვლითი გზებით ხელშკერულებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუფორმებს.

თავდაცვის სამინისტროსთან ხელშკერულება თავის დროზე "ატლას სტრატეგი ეიჯენიმ" გააფორმა. გაშავების შემდეგ კი ირიბად კიდევ ერთი კომპანია, "ნასა ჯორჯია" დააფუძნა იგივე აქციონერმა, და ამჯერად პოლიციელბის ფეხსაცემლებით უზრუნველყოფა აიღო თავის თავზე, რისთვისაც ბიუჯეტმა 600 000 ლარამდე უნდა გადაუხადოს.

სულ აღნიშნულ ჯგუფს ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმიფო ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარზე მეტის ხელეკრულებები გაუფორმეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი