საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება იცვლება | როგორ აპირებს მთავრობა ხარჯების დარეგულირებას

გამოქვეყნდა:

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება იცვლება. "ქართული ოცნება" უკვე მერამდენედ ცდილობს ხარჯების დარეგულირებას, მაგრამ ისევ რისკების წინაშე დგება. მინისტრ აზარაშვილის გადაწყვეტილებით ამიერიდან ერთი და იგივე მომსახურება ყველა კლინიკაში ერთნაირად ანაზღაურდება. ექსპერტებისთვის ეს მისაღები გადაწყვეტილებაა, მაგრამ მისი აღსრულება უკიდურესად სარისკოა.

კლინიკების მენეჯერები უკვე დღეს ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში მთავრობა ვეღარ შეძლებს კლინიკებისათვის თანხის ანაზღაურებას და შედეგად საავადმყოფოები ვეღარ შეაჩერებენ პაციენტების მომსახურებას. ამ რისკის მიუხედავად ახალი წესი დღიდან სრულფასოვნად ამოქმედდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი