გორში, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
" 2 საათი ქინებოდა, დაუძახეს ბიჭებმა, რომ უნდა წასულიყვნენ სასაფლაოებისკენ. მაქეთ წყალი არის და იქ ქათამზე უნდა წასულიყვნენ. 4 საათი თუ 5-ის ნახევარი იყო, ერთმა ჩამოგვიტანა ამბავი, რომ ოკუპანტები დადიოდნენო და ბიჭები წაიყვანესო და ვალერიც იმათთან. რა მოხდა მეთქი, წინააღმდეგობა ხომ არ გაუწია ან რამე? არაფერიო, იარაღი რომ გაისროლეს, ხელები ასწია და ჩაბრდნენ სუყველანიო",- ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი.
საქართველოს გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ამ დრომდე. "არავინ დაგვკავშირებია, არც ბაზიდან, არც მილიციიდა, არაფერი ვიცით. წამალი სჭირდება, წნევა იცის, რამენაირად მდგომარეობა რომ გავიგოთ".
ცნობისთვის, როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამავე თემაზე: