ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.
წინასწარი ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.