ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა - ის პროფესიონალი სამხედრო იყო

გამოქვეყნდა:

38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში,  საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო და 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში.  უკრაინაში საბრძოლველად ის პუტინის ომის დაწყებიდან მალევე წავიდა.  

"ეს ყველაფერი დილით მოხდა. დაიღუპა საბრძოლო ვითარებაში. არის ნიკოლაევის ოლქში, ხერსონის საზღვრებთან, კონტაქტური ცეცხლის გაუხსნეს, იმათ ვერ მოიგერიეს, მერე გამოიძახეს არტილერია" - ამბობს გოჩა ხორავა, დაღუპული ლევან სახელაშვილის მეგობარი და უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო.

სახელაშვილის ცხედარი ნიკოლაევის ერთ- ერთ ჰოსპიტალშია გადასვენებული. მას სავარაუდოდ ხვალ კიევში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და შესაძლოა უკვე კვირის ბოლოს, საქართველოში ჩამოასვენონ.

ლევან სახელაშვილი უკვე 24-ე ქართველია, რომელიც თებერვლის შემდეგ, უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი