გორის სკოლის ყოფილ მასწავლებელს კოლეგა ცემაში ადანაშაულებს - სკოლაში პოლიცია გამოიძახეს

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა გორის მესამე საჯარო სკოლიდან სპორტის პედაგოგის გათავისუფლებას - სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც  ვახტანგ სუხიტაშვილმა თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლებას ხელი მოაწერა. 

სუხიტაშვილი ირწმუნება, რომ კეჩხუაშვილმა მას კაბინეტი დაურბია, რასაც ბრალდებების ადრესატი უარყოფს.  

როგორც ირკვევა, სადისციპლინო კომისიამ დაადგინა, რომ სპორტის პედაგოგმა გასულ თვეში მის კოლეგა კაცს მოსწავლეების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა კეჩხუაშვილი ამტკიცებს რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მსხვერპლი თავად გახდა.  სპორტის ახლა უკვე ყოფილი პედაგოგი დავას სასამართლოში გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი