CPJ: ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, როგორც ოპოზიციური პრესის წინააღმდეგ მიმართული

გამოქვეყნდა:

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დატოვა, გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, როგორც ოპოზიციური პრესის წინააღმდეგ მიმართული" - ამის შესახებ Twitter-ზე ინფორმაციას ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამა - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ტვიტები ეყრდნობა 2022 წლის 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას

CPJ-ის განცხადებაში წერია, რომ ნიკა გვარამია მაისში გაასამართლეს ეკონომიკური ბრალდებით, რასაც 
სხვადახვა ორგანიზაციის, მათ შორის ომბუდსმენის თქმით, მაქსიმუმ კორპორატიული პასუხისმგებლობა უნდა მოჰყოლოდა და არა სისხლისსამართლებრივი. შეშფოთება გამოთქვეს აშშ და ევროკავშირმაც.

„ნიკა გვარამიას მიმართ მკაცრი სასჯელი იძლევა ყველა მინიშნებას, რომ გამოტანილია არა მხოლოდ დაუმორჩილებელი ჟურნალისტისა და მედიის მენეჯერის გაჩუმებისთვის, არამედ ქვეყნის კრიტიკული მედიასაშუალებების",- წერს CPJ

CPJ წერს, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ოპოზიციურად განწყობილი პრესის შევიწროებისგან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა აჩვენოს, რომ მზად არიას პატივი სცეს მედიაპლურალიზმს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი