უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელიც სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, უკვე გადაასვენეს ზესტაფონში, საკუთარ სახლში. გუგა გაგნიძის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, 40 წლის მეომარი უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც იბრძოდა.
უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში 40 წლის გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს დაიღუპა. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო დანაყოფ ვაგნერის ალყაში მოხვდა. ჯარისკაცი უკრაინის. 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
უკრაინაში გმირულად დაღუპულ კიდევ ერთ გმირს, ლევან სახელაშვილს რამდენიმე საათში, კიევის წმინდა ვოლოდიმერის ტაძრიდან სამშობლოში საპატიო წესით გამოაცილებენ. მანამდე კი უკრაინის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. ის ქართველ და უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და 2 ნოემბერს ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპა.