პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. მალგოჟატა გოშევსკა კლინიკა "ვივამედში" დღეს 4 საათზე მივა. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.
ცენტრ "ემპათიას " ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "სასწრაფოს საჭიროებს დიაგნოსტიკისთვის გაყვანას საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში". ის ასევე მოუწოდებს ადვოკატებს: "რაც შეიძლება სწრაფი ზომები მიიღონ იურიდიული პროცედურების დასრულებისათვის".
ექსპერტები დასკვნის წერას უახლოეს დღეებში დაასრულებენ და შემდეგ ადვოკატები სასამართლოს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ.
რაც შეეხება დღეს დაგეგმილ ვიზიტს, უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ევროპელ პოლიტიკოსს "ქართული ოცნება" ნებას დართავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულოს.
ამავე თემაზე: