"მთვარარხელებო, ბიჭებო და გოგოებო" - ნიკა გვარამიამ ასე მოგვმართა ტელევიზიის თანამშრომლებს. ჩვენთვის სამადლობელის იქით, ამ გზავნილს სხვა ადრესატებიც ჰყავს. ნიკა გვარამია მიმართავს ყველას, ვისაც არხის გადარჩენა შეუძლია და ხელეწიფება. ნიკა ფიქრობს, რომ მისთვის ახლა მთავარი გულშემატკივრობა ტელევიზიის დახმარება და გადარჩენაა.
მისმა ნახევარწლიანმა პოლიტიკურმა პატიმრობამ არხი უმძიმესი გამოწვევების წინაშე დააყენა. არ ვმალავთ რომ ფინანსური კრიზისი გვაქვს, თუმცა ადამიანებმა, ვინც 19 დღეში ტელევიზია შექმნეს და მსოფლიოში უპრეცედენტო ისტორია დაწერეს, იქიდან დაახლოებით 2 წელიწადნახევარში, მთავარარხელები სრულიად დაუჯერებელ და წარმოუდგენელ ისტორიას წერენ.
ნიკას პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ, ოცნების მაქსიმუმი, რომ დავხურულიყავით, 1 კვირა იყო. ასე ვარაუდობდა ბიძინა ივანიშვილიც და მისი გუნდიც. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. კი არ დავიხურეთ, დავამატეთ ახალი გადაცემები და მაყურებელს სექტემბრის სატელევიზიო სეზონიდან სრულფასოვანი საეთერო ბადე შევთავაზეთ.
როგორია ნიკასთან ერთად და იძულებით შორს მყოფი ნიკას გარეშე - მისი ორი ოჯახის ცხოვრება, გეგმები და მომავალი.