პოლიტიკურ პატიმრებთან არშეშვება საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია და მათს ანტიდემოკრატიულ მიდგომას ადასტურებს  - გოშევსკა 

გამოქვეყნდა:

ფაქტი, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ციხეშია, ამ ქვეყანაზე კარგად არ მეტყველებს - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს და გუშინ საქართველოში ვიზიტის დეტალებს ყვება. 

ევროპელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი პოლიტიკური პატიმრების მონახულებასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობაზე. 

"სკანდალურია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და მე არ მქონია საშუალება მენახა, როგორია მათი მდგომარეობა და როგორია მათი ჯანმრთელობა. ეს სირცხვილია საქართველოს მმართველებისთვის და მოწმობს მათ ანტიდემოკრატიულ მიდგომაზე" - ამბობს გოშევსკა.

გოშევსკა წერს, რომ საგანეგო პრესკონფერენციაზე მიმართა "ქართული ოცნების" ლიდერსაც, რომელიც ცდილობდა მის დისკრედიტაციას. 

"ამ პოლიტიკოსმა შეიძლება არ იცოდა ჩემი პოზიცია ან რა საქმიანობას ვაკეთებ, რაც მხოლოდ მისი უცოდინრობის დასტურია. ქართველების უმეტესობამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც უშუალოდ ვეხმარებოდი, კარგად იციან, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, და რომ წლების განმავლობაში წინააღმდეგობას ვუწევდი უდიდესი აგრესორის, რუსეთის ქმედებებს და მხარს ვუჭერ ოპოზიციურ მოძრაობებს იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. და მე ამას ყოველთვის გავაკეთებ!",- წერს გოშევსკა

შეგახსენებთ, რომ მალგოჟატა გოშევსკა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მონახულებაზე "ქართულმა ოცნებამ" მესამედ უთხრა უარი. პოლიტიკოსმა ვერ "მთავრი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულება შეძლო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი