ქართული ღვინო რუსულ კაფე-ბარებში - ირკვევა, რომ ოკუპანტების მიერ გახსნილ დაწესებულებებთან ქართველი მეღვინეები უპრობლემოდ თანამშრომლობენ.
ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებთან თანმშრომლობა ხდება იმ ფონზე, რომ მათი დიდი ნაწილი, ვინც საქართველოში ბიზნესი დაიწყო და ქართული პროდუქტით სარგებლობს, არ აღიარებს რომ მათი სამშობლო ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს მიტაცებული.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იყოფებოდა ერთ-ერთ რუსულ ობიექტზე, სადაც დაუდასტურეს, რომ ღვინო მათთან ქართველ სომალიებს შეაქვთ. "კი, გვაქვს ქართული ღვინო: პაპარივალი გავქვს, რქაწითელი გვაქვს, შატო-მუხრანიგვაქვს...", - უთხრეს მთავარს რუსულ კვების ობიექტზე.
რუსები ამბობენ, რომ ქართველ სომელიებთან უპრობლემოდ თანამშრომლობენ. პარალელურად ქართველი მეღვინეეების ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი პარტნიორობა სრულიად მიუღებელია. "როცა სახელმწიფოს სძინავს, მოქალაქეებმა თვთონ უნდა დაიკავონ პრინსიპული პოზიცია",- ამბობენ ისინი.