პოლიტიკურ პატიმრებსა და უსამართლო სასამართლოს ბოლო თვეებში "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი სიახლე დაუმატა. სულ უფრო ხშირად იმ ხელისუფლების პირველი პირებისგან, რომლებიც საკუთარ თავს პროდასავლურ პარტიად წარმოაჩენენ, ისმის სწორედ ანტიდასავლური განცხადებები.
თითქმის ყოველდღიურად ეს ხალხი კრემლში კულტივირებული შეთქმულების თეორიებს იმეორებს. ამ ბოდვას მე აღარ გავიმეორებ, და სულ ცოტა ხნით მოლდავეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეგახედებთ. სადაც ოპოზიციაში პრო რუსული პოლიტიკური ძალაა, სანქცირებული ოლიგარქის, პლახატნიუკის ფინანსებით.
ანტიდასავლური განცხადებები ლამის იდენტურია, რიტორიკა - აბა ომი გიდნათ - ერთი ერთში გამეორებულაი და ზოგჯერ პროპაგანდისტული ბრძოლის სიმბოლებიც კი იდენტურია იმისა, რასაც საქართველოში ქართული ოცნება იყენებს.