გიორგი პაპაშვილის და კოლა ქვარიანის გზა ქუთაისიდან და ქართლიდან აშშ-მდე | როგორ დაიმკვიდრეს თავი 50-იანი წლების ამერიკაში

გამოქვეყნდა:

ჯაზიდან და ჯინსებიდან - ჯაველინებამდე. რუბრიკაში, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების 30 წლის მეგობრობას ეძღვენება, დღეს შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ. ამ რეპორტაჟის ორივე გმრისაც სამშობოლოს დატოვება საბჭოთა ოკუპაციის გამო მოუწიათ. ისე მოხდა, რომ წლების ხეტიალის შემდეგ ორივე ამერიკის კონტინენტზე აღმოჩნდა და რაღაც პერიოდში ერთმანეთიც იპოვეს.

ენის არცოდნა პრობლემა არ გამხდარა ქართლში დაბადებული გიორგი პაპაშვილისთვის, წარმატებული ამერიკელი მწერალი გამხდარიყო. წიგნი სათაურით "ყველაფერი შეიძოლება მოხდეს" 50-იანი წლების ბესტსელერი იყო და ჰოლივუდმა მისი ეკრანზაციაც კი გადაიღო. ავტობიოგრაფიული წიგნი სწორედ ამერიკულ ოცნებაზეა, რომელსაც ავებედითი მოვლენების გამო ამერიკაში ჩასული გიორგი პაპაშვილი აიხდენს.

რეპორტაჟის მეორე გმირი კი ლამის ლეგენდად ქცეული ფალავანი, კოლა ქვარიანია, რომელმაც პროფესიონალ მოჭიდავესთან ერთად პროფესიონალი მოჭადრაკეც იყო. ამერიკაში იმდენი მოხარეხა, რომ მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილში დიდი შენობა შეიძინა, და იქ საჭიდაო და საჭადრაკო კლუბი მოაწყო. მისი საოცარი ძალისა და საშიში გარეგნობის გამო  კი კოლა ქვარიანი ჰოლივუდის გადასაღებ მოედნებზეც ხშირად ჩნდებოდა, მათ შორის სტენლი კუბრიკის ფილმიშიც. მაგრამ საბჭოთა ოკუპაციამდე ის ქუთაისში ცხოვრობდა და მშობლიურ ქალაქს ფალავნების მთელი თაობაც გაუზარდა .

ორივე ეს პერსონაჟი თეა ადეიშვილმა ჯერ კიდევ 2010 წელს აღმოაჩინა, და მიაგნო მათ ამერიკულ კვალსაც და ქართულ ფესვებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი